среда, 16 июля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე დავიწყე შესწავლილი მასალის გახსენებით,გამეორებით,მოვახდინე ჩემი ნამუშევრის დამუშავება, ჩემი ელექტრონული პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე.გამოვაქვეყნე. ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან პროექტებით სწავლება მოსწავლეთა დაინტერესებისკენ არის მიმართული,მეტია ჩართულობა,ინტერესი,აზროვნება. ამიტომ ამ ტრენინგმა კარგად დაგვანახა პროექტის არსი,ძირეული წვდომა,მრავალფეროვანი მიდგომები. გვასწავლა ძალიან ბევრი რამ,რაც ბავშვებთან მუშაობის პროცესში ნამდვილად გამოგვადგება კიდევ უკეთ გავერკვიე კომპიუტერის გამოყენებაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისთვის,თავდადებისთვის და ენერგიულობისთვის,რაც ჩვენს მიმართ გამოიჩინა.

ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია

вторник, 15 июля 2014 г.

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

მერვე დღე

       დღე დავიწყე განვლილი მასალის გამეორებით, პრეზენტაცია გავაკეთე ჩემი ნამუშევრის შეფასებებთან დაკავშირებით.
     დღეს გავეცანი სწავლების დიფერენციაციას;,მასწავლებელს, ფასილიტატორის როლში,რაც დაეხმარება ბავშვებს პროექტზე მუშაობაში.
     განვიხილე აქტივობების ნიმუშები.
     ჩემთვის ყველა სიახლის გაცნობა მნიშვნელოვანია,იმედი მაქვს  შედეგზე ნორმალურად გავალ.

понедельник, 14 июля 2014 г.

მეშვიდე დღე

      დღეს გავიხსენე წინა დღეებში შესწავლილი მასალა.
პრეზენტაცია გავაკეთე ჩემს მიერ შექმნილი გაზეთის და ასევე ყველამ თავისი ნაშრომი წარმოადგინა.
     ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დროში გაწერილი შეფასების გაცნობა,თუ როგორ არის გათვლილი შეფასების დროის ჩარჩო.
     .